logo
ENG



სირცხვილია ელჩებს 20 ივნისის მარშზე იწვევს

16 ივნ 202216:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/zvxadem8kn54ee7.jpg

მოძრაობა სირცხვილია 20 ივნისს ევროპის მარშზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს იწვევს.

სირცხვილიას განცხადება:

"მოხარული ვართ, მოვიწვიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპის მარშზე, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ, აქციის სახით დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდება.

მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პასუხს ელოდება, მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირება. სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინიცირებული და ორგანიზებული აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების ფასდაუდებელი შრომით, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წარმართვაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს შეკრებას შეუერთდებით.

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს ვიხილავთ პარლამენტთან, 20 ივნისს, 20:00 საათზე".

ევროპის მარში 20 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.


close დახურვა