logo
ENG



სირცხვილია პლაკატებზე: სიძულვილის ფრქვევა, ზიზღით გარემოს გაჯერება ოცნების საყვარელი ქცევაა

24 ივლ 202116:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/24/3vci4gy4qh67ii1.jpg

მოძრაობა სირცხვილია თბილისის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებაში ზიზღის დათესვა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„ჩვენი მოძრაობა სრულად აცნობიერებს მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ მმართველი პარტიის ვნებათაღელვებს. ოპონენტებისადმი სიძულვილის ფრქვევა და ზიზღით ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯერება არის ქართული ოცნების საყვარელი ქცევა", - ნათქვამია განცხადებაში. 

სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ქართული ოცნება რესურსებს ამ შემთხვევაშიც არასწორი მიმართულებით ხარჯავს.

სირცხვილიას წევრები ამბობენ, რომ ისინი ხშირად დაჯარიმებულან უკანონოდ სხვადასხვა წარწერისა თუ სტენსილის დროებით ნაგებობასა და ასფალტზე დატანის გამო.

ქოცებმა წუხელ ბოტები გადმოსხეს თბილისის ქუჩებში და ეს პოსტერები გააკვრევინეს. პოსტერები გაკრულია ავტობუსის ყველა გაჩერებაზე, თბილისის ყველა რაიონში, რაზეც, სავარაუდოდ, დაიხარჯა უამრავი “გულანთებული ახალგაზრდის” რესურსი, რომლის დახარჯვაც წარმატებით შეიძლებოდა, მაგალითად, ვაქცინაციის საყოველთაო კამპანიაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოძრაობის წევრები არაერთხელ ვართ დაჯარიმებული წარწერების გაკეთებისთვის ასფალტზე (!) ან დროებით სამშენებლო ხის ღობეზე (!!!) 1500-დან 2000 ლარამდე თანხით. (ამ წარწერების შინაარსი იყო, მაგალითად, “გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ან გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ციტატა, რომლითაც მან ოკუპაციის მნიშვნელობა აგვიხსნა და ა.შ.)", - ამბობენ ორგანიზაციაში.

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.


close დახურვა