დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა, რომელზეც დეტალურად და ბევრი კუთხით ვისაუბრებთ - ემიგრაცია - როგორ აიძულებს ხელისუფლება ადამიანებს, დატოვონ ქვეყანა, ოჯახი, შვილები და თავის გადასარჩენად უცხოეთს მიაშურონ. ხალხი საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გარბის - მძიმე სოციალური პირობები, სიღარიბე, უმუშევრობა, ავადმყოფობა - თუმცა ბოლო წლებში, გახშირდა შემთხვევები, როცა ქვეყნიდან გარბიან ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებში მუშაობდნენ. საქართველო უკვე დატოვა ათობით და ასობით პოლიციელმა გამომძიებელმა, მესაზღვრემ, ექიმმა, მასწავლებელმა, ჟურნალისტმა ... რა აიძულებს ადამიანებს, რომლებსავ ამ ქვეყანაში კარიერაც ჰქონდათ და ხელფასიც, ქვეყანა დატოვონ და ათწლეულობით დაგროვილი გამოცდილების მიუხედავად, სხვა ქვეყანაში ყველაფერი თავიდან დაიწყონ?
სისტემას გაქცეულები - შაბათის ფორმულა
23 მარ 202420:06
3 წუთის საკითხავი