ერთი მოკლული და სამი დაჭრილი, სისხლიანი გარჩევა ისანში, დირსის დასახლებაში - მობილური ტელეფონის გამო დაიწყო. ოთხ მცირეწლოვან შვილტან ერთად მყოფმა კაცმა მეზობელ ოჯახს დარეკვა სთხოვა, სიტყვიერი შელაპარაკება ამის ნიადაგზე განვითარდა. არსებული ვერსიით, გრიგოლ დოჩიას შვილების წინ სცემეს, რის შემდეგაც ბავშვები სახლში დატოვა და ანგარიშსწორების მიზნით სახლიდან ცივი იარაღი წაიღო.