სისხლიანი გარჩევა წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელსა და ორ მოქალაქეს შორის - ფორმულას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, ირაკლი ეგიამ ლევან ფიფიასა და ანდრია შანავას მრავლობითი, მათ შორის მძიმე ჭრილობები, საკანცელარიო დანით მიაყენა. წყაროს ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამბის დამალვის მიზნით, ისინი კლინიკიდან მალევე გაეწერნენ და რეგიონიც მომხდარიდან მალევე დატოვეს. კამერებს გაურბიან ეგიას ახლობლები და მეზობლები.
სისხლიანი გარჩევა წალენჯიხაში
18 მარ 202420:12
3 წუთის საკითხავი