logo
ENG



სიძულვილის სამიზნეები - დროება

12 ნოე 202321:01
3 წუთის საკითხავი
 

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკის მორიგი აღზევება ვიხილეთ. რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებები სხვადასხვა მანიპულაციის მეშვეობით ცდილობენ, ქვეყანაში გააძლიერონ კრემლისტური გავლენები და ისედაც პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო გახლიჩონ. ფაქტია, ანტილიბერალური, ექსტრემისტული ძალები ერთგვარად მმართველი გუნდის რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ. ისინი მანიპულირებენ ღირებულებითი თუ ემოციური მდგენელებით და ამ მრავალჯერ ნაცად, რუსულ მეთოდს ხელისუფლების ფსევდოკონსერვატიული რიტორიკის პარალელურად, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის აქტიურად იყენებენ. სწორედ ამ პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია ევროსკეპტიციზმი, ჰომოფობიური დისკურსის კიდევ უფრო გაძლიერება და პოლიტიკური სამიზნეების დისკრედიტაცია. დროება სიძულვილის ხელოვნურ სამიზნეებზე.


close დახურვა