logo
ENG



სლავიანსკიზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-მდე სახლი დაზიანდა

31 აგვ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock 448
2022/08/31/qrdlctk1ty529zx.jpg

სლავიანსკის მერის, ვადიმ ლიახის განცხადებით, რუსული ძალების მხრიდან ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-მდე სახლი დაზიანდა.

"ქალაქი კვლავ დაბომბეს. მტერი მძიმე იარაღს იყენებს - MLRS და S-300 რაკეტებს. საბედნიეროდ, დაღუპულები არ არიან," - თქვა სლავიანსკის მერმა.

ლიახი აღნიშნავს, რომ სლავიანსკის დაბომბვის ინტენსივობა მატულობს, რადგან მისი თქმით, რუსული ძალები არამხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც ბომბავენ ქალაქს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა