სლავიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ორშაბათს დილით, რუსული ძალების მხრიდან არაერთი თავდასხმა მოხდა.
"აქ არ არის სამხედრო ობიექტები. რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის და ეს არის განადგურების ომი. არ დაელოდოთ მათ მოსვლას თქვენს სახლში. გარეთ გამოდით," - განაცხადა სლავიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ლიახი აღნიშნავს, რომ სლავიანსკში არიან დაჭრილები და დაღუპულები. ამასთან, ის ამბობს, რომ რუსული ძალები სლავიანსკიდან დაახლოებით 15 კილომეტრში არიან, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.