logo
ENG



სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინი ჰიტლერს შეადარა

15 აპრ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/g2xih2goo2hcbzf.jpg

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა რუსეთის პრეზიდენტი ჰიტლერს შეადარა. New York Times-თან ინტერვიუს დროს, ნადმა თქვა, რომ უკრაინა "ჩვენი მომავლისთვის იბრძვის".

"ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე სახელმწიფო ვართ. ახლა პარადიგმა სრულიად სხვანაირია", - თქვა ნადმა.

14 აპრილს უმაღლესმა რადამ რუსეთის ჯარის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. გარდა ამისა, რადამ რუსეთი ტერორის სახელმწიფოდ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კრემლი მიჰყვება "პრინციპებს, რომლებიც შემოიღეს ჰიტლერის, მუსოლინის და სხვათა ფაშისტური და ნაცისტური მილიტარისტული რეჟიმების მიერ".

ახალი კანონით უკრაინაში ომის მხარდამჭერი სიმბოლიკაც აიკრძალა.


close დახურვა