logo
ENG



სმიტი სააკაშვილზე: ვფიქრობ, მისი მოწამვლა საპატიმროში მოხდა

29 დეკ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი არა სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ ციხეში მოწამვლეს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობენ.

"ვფიქრობ, მისი მოწამვლა არა სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ საპატიმროში მოხდა. საქართველოში არ არსებობს შესაბამისი დაწესებულება, სადაც მისი სრულფასოვანი მკურნალობა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ის უნდა გადაიყვანოს პროფილურ დაწესებულებაში"- ამბობს სმიტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის გამოკითხვა მიმდინარეობს. მან პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაორებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოწამლულია მძიმე მეტალებით, რომელიც "გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და წამლავს სხვა ორგანოებს".

ტოქსიკოლოგი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს თავის "ტვინის აღმასრულებელი რგოლის დაზიანება", რამაც გამოიწვია დემენცია.

ამასთან, სმიტის თქმითვემძიმე მეტალების არსებობამ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში შესაძლოა მისი ინვალიდობა და სიკვდილიც გამოიწვიოს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო ვერ ესწრება.

 


close დახურვა