logo
ENG



სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ გადადგა გახარია

18 თებ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ გადადგა პოსტიდან გიორგი გახარია.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდში არ უმსჯელიათ "ნაციონალურ მოძრაობაში ძალის გამოყენებით შეჭრასა და მელიას ამ ფორმით დაკავებაზე".

"გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა ასეთი რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო", - თქვა სუბარმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ დააკავოს კონკრეტული პირი.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 


close დახურვა