რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო გაერთიანება სტრატეგიას ათანხმებს. მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან პარიზსა და ბერლინში. სახელმწიფო მდივნის შემდეგ ევროპულ ტურნეს იწყებს შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი.
უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ევროკავშირის ლიდერებს ევროპარლამენტარებმაც. დღევანდელი სესია მთლიანად უკრაინაში მიმდინარე ომს დაეთმო.
