ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი მეუფე ნიკოლოზის განცხადებას ეხმაურება, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას შეეხება.
სოლოღაშვილის თქმით, ვაქცინაცია მკურნალობის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. იგი მოსახლეობას მედიკოსების რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
"რა თქმა უნდა ძალიან დიდია ვაქცინის მნიშვნელობა და დაველოდოთ კონკრეტულ ვაქცინას. ვფიქრობ, რომ მედიცინა საკმაოდ ძლიერად დგას და უნდა მივყვეთ მედიკოსების რჩევებს. ვაქცინაციის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია", - განაცხადა სოლოღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ თუ ვაქცინის გაკეთებას დააძალებენ ყველას, ეს იქნება ეშმაკისეული მოქმედება.