logo
ENG



სომხეთის დისტანცირება - დროება

03 დეკ 202320:12
3 წუთის საკითხავი
 

რა სურთ სომხეთში - კითხვა რომელიც ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აქტუალურია. რთულ და ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში, აშკარაა რომ ერევანი ცდილობს საგარეო პოლიტიკის, მინიმუმ დივერსიფიკაციას და ამ დივერსიფიკაციის ფარგლებში რუსეთის ჩრდილიდან გამოსვლას. პრემიერ ფაშინიანს სულ უფრო ხშირად ვხედავთ ევროპელი ლიდერების გარემოცვაში და სულ უფრო იშვიათად რუსულ ფორმატებში. გასულ კვირაში სომხეთის ლიდერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ცალსახად დააფიქსირა, რამაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაღიზიანება და რეაქცია გამოიწვია. ყარაბაღის შემდეგ, რუსეთიდან ერთხელ და საბოლოოდ თავის დაღწევის მცდელობა, ფაშინიანის ახალი პოლიტიკური სვლები რომელიც მოსკოვის ინტერესებში არ შედის. სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება - სამი გამოწვევა და სომხური ნაბიჯები რუსეთის ჩრდილიდან გამოსასვლელად. უარი რუსულ ო-დე-კა-ბეს ფორმატს და დასავლეთთან დაახლოების მცდელობა. პოსტ საომარი მდგომარეობა და მომავლის ხედვა - სომხეთის დისტანცირება მოსკოვიდან, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირ კავშირშია - დროების სპეც-რეპორტაჟი მეზობელი სომხეთის დედაქალაქიდან.


close დახურვა