logo
ENG



სომხეთის პრეზიდენტი: მიიღეთ ჩემი თანაგრძნობა ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო

10 ოქტ 202112:10
3 წუთის საკითხავი
 
armenpress.am

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"მიიღეთ ჩემი უღრმესი თანაგრძნობა, ქალაქ ბათუმში შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებული. გულრწფელ სიმპათიასა და მხარდაჭერას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას" - წერს არმენ სარქისიანი ტვიტერზე

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

close დახურვა