სომხეთში კორონავირუსის 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსის 168 088 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 159 720 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 117 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, 24 საათში 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია 231 154 შემთხვევა, საიდანაც 225 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 158 კი გარდაიცვალა.