logo
ENG



სომხეთში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აზერბაიჯანში - 270

28 თებ 202120:09
3 წუთის საკითხავი
 
სომხეთში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აზერბაიჯანში - 270

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 85 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია 172 058 შემთხვევა, საიდანაც 163 394 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 192 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, 24 საათში ინფიცირების 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ამ დროისთვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 234 537 შემთხვევა, მათგან 228 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 220 კი გარდაიცვალა.


close დახურვა