logo
ENG



სომხეთში პრემიერმინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის მანქანას ესროლეს

20 ივნ 202112:40
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთში პრემიერმინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის მანქანას ესროლეს. 

ამის შესახებ მან ფეისბუქზე თავად დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. 

მასზე ჩანს, რომ მანქანას ტყვია საქარე მინაზე აქვს მოხვედრილი. სროლის დროს მანქანაში არავინ იყო. 

"ჩემს მანქანას ესროლეს. როცა მკვლელები, ქურდები და მაფიოზები თავისუფლები არიან და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობენ, მსგავს ინციდენტებს თავიდან ვერ ავიცილებთ". - ამბობს ბაბაჯანიანი

პოლიციის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 

არმან ბაბაჯანიანი ბლოკის, სახელწოდებით "შირინიან-ბაბაჯანიანი - დემოკრატების ალიანსი" კანდიდატია. 

სომხეთში დღეს, 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. 

არჩევნები პროპორციული წესით ტარდება. 

მასში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია. 

25 პოლიტიკური ძალიდან ექსპერტები მხოლოდ 5 პარტიას გამოყოფენ და ამბობენ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

არჩევნებში მონაწილეობას მმართველი პარტია სამოქალაქო შეთანხმება იღებს. 

მათ გარდა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობენ: ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პარტია სომხეთი, რომელიც ფაშინიანის მთავარ ოპონენტად მოიაზრება.

ასევე ბლოკი მაქვს პატივი, რომელსაც ქვეყნის კიდევ ერთი, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს. 

პარტია აყვავებული სომხეთი, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია. 

ასევე სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის პარტია სომხეთის ეროვნული კონგრესი


close დახურვა