გოგაშვილის ჩვენების დეტალები — სად და ვისი ჩართულობით განხორციელდა მასზე მუქარა? სოსოგოგაშვილმა რამდენიმე წერილი გაავრცელა, სადაც ყვებოდა, რომ საკნიდან რამდენჯერმე გაიყვანეს აბაზანაში სადაც მობილური ტელეფონი დაახვედრეს. ტელეფონით კი მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესაუბრა, რომელიც დაემუქრა და უთხრა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა,მასა და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრებოდა. უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა პროკურატურას სახალხო დამცველმა.
სოსო გოგაშვილის ჩვენების დეტალები
15 აგვ 202216:24
3 წუთის საკითხავი