სენაკში, სოფელ თეკლათში მანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.