დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს სოფელ კვირიკეთის მცხოვრებლებმა.
ადგილობრივები ასფალტის დაგებით უკმაყოფილოები არიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი დაკერებულ ასფალტს, მის ორმულ შეკეთებას აპროტესტებენ და კაპიტალურად დაგებულ, ერთკილომეტრიან გზას ითხოვენ.
სოფლის მცხოვრებლების პროტესტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ გვითხრა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის დაგება სრული პარამეტრების დაცვით მოხდება და გზის აღდგენითი სამუშაოები, რომლის ღირებულება 222 ათას ლარს შეადგენს, 9 დეკემბერს დასრულდება.
სოფელ კვირიკეთში გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. თუმცა რამდენად კარგი ხარისხით, ამას ექსპერტიზა და ადგილობრივი მოსახლეობა დეკემბრის თვეში ერთად შეაფასებენ.