logo
ENG



სოფელ პერევში 71 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდა

26 მაი 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო მინისტრმა 71 ოჯახს სოფელ პერევში  საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დახმარება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის მაცხოვრებელს დაურიგდება. 

„სოფელ პერევში 71 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით ჰუმანიტარული დახმარება. ასევე კერძო ბიზნესის მხარდაჭერით. ჩვენ მთელი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე გვაქვს ეს კამპანია, რომ გევრდში დაუდგეთ ამ ოჯახებს კოვიდ 19-თან გამკლავების პერიოდში. ჩვენ პარტნიორებთნ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ წვდომა მოვიპოვოთ და დავეხმაროთ მოსახლეობას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, არამედ ადგილზე. თუ აფხაზეთის მიმართულებით ამას სხვადასხვა არხებით ავხერხებთ, ცხინვალის მიმართულებით, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან აქ საოკუპაციო რეჟიმს, ყრუ კედელი აქვს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომსახელმწიფო ცდილობს მოსახლეობას არსებული სიტუაცია შეუმსუბუქოს.

„ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და აღარ იქნება გამყოფი ბარიერები. ორივე მხარეს, ჩვენს მოსახლეობას ექნებათ მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობები. დღეს სხვა რეალობაში უწევს საჩხერის რამდენიმე სოფელს ცხოვრება, მაგრამ ვცდილობთ სიტუაცია შევუმსუბუქოთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.

 


close დახურვა