logo
ENG



სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

16 ივნ 202315:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/sq7muhdnhhmgvtz.jpg

სამეგრელოში სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული კი  კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.

მომხდარის გამო რამდენიმე საათით გადაიკეტა ზუგდიდი - რუხის დამაკავშირებელი გზა.

ადგილზე მუშაობდა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ფორმულა მომხდარის დეტალებს შსს-ში ამოწმებს.


close დახურვა