სოფელ ქობულეთში ავარიას ორი მეთორმეტეკლასელის, გოგოსა და ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
დაღუპელების გარდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთი გოგო კომაშია.
როგორც „ფორმულას` შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა დაწყებული.
