თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის 10 დადასტურებულ შემთხვევას 2 სავარაუდო დადებითი დაემატა.
ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი. კერძოდ, ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მაცხოვრებელი არ შემოწმდება. ეპიდემიოლოგები მუშაობას რამდენიმე საათში განაახლებენ.
ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 726 ადამიანს ჩაუტარდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილის ჩაიკეტა. მოქმედებს 5 საგუშაგო, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება ეკრძალებათ.