სოფელ ღვანკითის ჩაკეტვის პირველივე დღეს მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების შეძენის პრობლემა შეექმნა. სოფელში კირონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მაღაზიები დაკეტილია.
არ მუშაობს აფთიაქიც, რადგანაც მფლობელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მოსახლეობა იძულებულია ბლოკპოსტთან პროდუქტებისა და ბავშვისთვის აუცილებელი ნივთების მიტანა ახლობლებს სთხოვოს.