logo
ENG



სოფო კილაძე:პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა

28 ოქტ 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
iypi1zwftmy4a5z.png

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოფიო კილაძის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა. ამის შესახებ მან დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების სახელს უკავშირდება. როცა პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ დემოკრატიის ხარისხზე, დემოკრატიის მიტაცებაზე, მსგავს უკიდურესად პოლიტიზირებულ საკითხებზე, უნდა გავიხსენოთ ეს საკითხიც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი ინიციატივით გადაწყვიტა, რომ შეცვალოს ის სისტემა, რომელიც არის და იყო. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, იმ ოპონენტებს, რომლებიც დემოკრატიის დაბალ ხარისხზე საუბრობენ, როცა ასეთ საკითხს დასვამენ, იფიქრონ ასეთ გადაწყვეტილებებზეც. ბევრი ასეთი გადაწყვტილება გვქონია და ერთ-ერთია სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სულ მცირე მხარდაჭერა ექნება საზოგადოებაში, ექნება შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტში მოხვედრის“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებამ ვადა 2020 წლისთვის გადმოწია.

ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნებს შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც იყო.

 


close დახურვა