logo
ENG



სოციალური შემწეობის მიმღებთა მზარდი რიცხვი

06 აპრ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 

სოციალურად დაუცველების დასაქმებას მთავრობა დაპირების მიუხედავად არ ჩქარობს. პრემიერმა პირობა დადო, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი უნდა შეემცირებინა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ქვეყანაში მაღალი ინფლაციის პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი. ბოლო სამ თვეში დამატებით ცხრა ათასამდე პირს შემწეობა დაენიშნა. ჯამში საქართველოში დახმარებაზე დამოკიდებულია 650 ათასზე მეტი ადამიანი, რაც ასევე ბოლო წლების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.


close დახურვა