logo
ENG



სოცმუშაკები კანცელარიასთან აქციას გამართავენ

14 თებ 202009:10
3 წუთის საკითხავი
 

გათავისუფლებული სოციალური მუშაკები და მათი მხარდამჭერები კანცელარიასთან დღეს აქციას მართავენ.

ერთ-ერთი სოცმუშაკის თქმით, მათი მოთხოვნაა, პასუხი გაეცეთ კითხვაზე, თუ რატომ დაითხოვეს ისინი სამსახურიდან.

აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა, გათავისუფლებული სოცმუშაკების სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სააგენტოში უკონკურსოდ აყვანაცაა.

„გაშვებული სოცმუშაკები გამართავენ აქციას. თითოეულმა სოცმუშაკმა ჩადო დიდი წვლილი ამ საქმეში. ყველას უნდა აღდგენა და ისე გადასვლა სამსახურში, როგორც სხვა ნებისმიერი სოცმუშაკი გადაიყვვანეს“, - აღნიშნა გათავისუფლებულმა სოცმუშაკმა თეა მაღრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 1 წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. 29 იანვარს კი სოციალური მომსახურეობის სააგენტომ 33 სოციალური მუშაკი უკანონოდ დაითხოვა.  


close დახურვა