სპეცრაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს.
"რუსებო", "მონებო" - სპეცრაზმელებს ადგილის დატოვება აქტივისტების მხრიდან ამ შეძახილების ფონზე უწევთ.
ტერიტორიის დატოვებამდე, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა.
ჩიტაძის ქუჩაზე გადასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები დარჩნენ რუსთაველის გამზირზე.
სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
პოლიციამ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც პოლიციამ სასტიკად სცემა.