logo
ENG



სპეცრაზმმა აქციის დაშლა კვლავ დაიწყო - გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი

01 მაი 202400:28
3 წუთის საკითხავი
 

სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშლა. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობრივი დარბევის შემდეგ იუსტიციის სახლთან ჩავიდა, სადაც გზა გადაკეტეს, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე დარჩა.

ამ დროისთვის ვითარება ისევ დაძაბულია.

სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მანამდეც დაარბია -  მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.

მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.


close დახურვა