სროლა ფლორიდის საზღვაო ავიაციის ბაზაზე. ცეცხლი ადგილზე უცნობმა პირმა გახსნა. დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელიც.
სროლის დროს 10 ადამიანი დაშავდა. ისინი რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბაზა ამ დრომდე დაკეტილია, მომხდარის სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.
ფლორიდის ავიაბაზაზე 16 ათასი სამხედრო და 7 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი მსახურობს. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს საზღვაო ავიაციის ეროვნული მუზეუმიც, რომელიც რეგიონში პოპულარული ტურისტული ადგილია.