logo
ENG



სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 დაინფიცირდა

11 აგვ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 
სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 დაინფიცირდა

სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 ადამიანი დაინფიცირდა, ანუ 0.19%. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.

207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

სრულად აცრილთა შორის არავინ გარდაცვლილა. 

დღეის, 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 688 940 აცრა. სრულად აცრილია 210 776 ადამიანი. 

რაც შეეხება ინფიცირებას, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 461 198 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 409 110 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 230 კი გარდაიცვალა.


close დახურვა