logo
ENG



სტამბოლის სამრევლო - დროება

30 მაი 202120:22
3 წუთის საკითხავი
 

დღეს დროებაში მოგიყვებით პირველი ქართველი სასულიერო პირის, მამა, ახლა უკვე არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავას შესახებ, რომლის ხელდასხმაც მსოფლიო პატრიარქის კურთხევით მოხდა. ქართულ სამრევლოს სტამბოლში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება.

მამა ილიამ ტაძრის ტერიტორიაზე ქართული საკვირაო სკოლაც გახსნა და ქართველი ემიგრანტებისთვის ამ სივრცეში შეკრების არაერთი სხვა საბაბიც გააჩინა. მსოფლიო პატრიარქმა დროების სააღდგომო ინტერვიუში საიდუმლოდ გაგვიმხილა, რომ მამა ილიას არქიმანდრიტის ხარისხში აყვანას აპირებდა, რაც ასეც მოხდა. ნახეთ დროების რეპორტაჟი სტამბოლიდან. 


close დახურვა