logo
ENG



სტატისტიკური პოლიტ-აბსურდი

03 ნოე 202419:54
3 წუთის საკითხავი
 

ჩრდილო კორეაში და ოკუპანტ რუსეთში არჩევნები ფიქციაა - უბრალოდ არ არსებობს. გაყალბების და მიტაცების მასშტაბით ახლა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ლუკაშენკოს და მადუროს რეჟიმებს თუ შეეჯიბრება - შეეჯიბრება რა შესაძლოა აჯობა კიდევაც, სულ მალე ბოლომდე ჩაეწერება მათ რიგებში, როგორც არალეგიტიმური უზურპატორი და არაღიარებული.

ივანიშვილის რუსული რეჟიმი 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან დამარცხდა - გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ დღის წესრიგში ახლა მხოლოდ ერთი საკითხი დგას - ხელახალი არჩვნები. ფარულობის პრინციპი დარღვეულია? - დარღვეულია! სულ მცირე 600 ათას უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეს გამოგონილი მიზეზით შეეზღუდა კონსტიტუციურ უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში? - შეეზღუდა! კარუსელები დატრიალდა? დატრიალდა! და ასე შემდეგ. ჩვენი მეგობრები და რაც მთავარი ქართული საზოგადოება არასოდეს ყოფილა ასე დარწმუნებული რომ არჩევნები გაყალბდა და ივანიშვილის რეჟიმმა 26 ოქტომბერს გადატრიალება მოახდინა. სპეცოპერაციაში რეჟიმის ყველა უწყება მონაწილეობდა. დროების ჟურნალისტი თინათინ ერაძე პირადად შეესწრო გაყალბების არაერთ ფაქტს და ახლა სწორედ ის მოგვითხრობს გაყალბების მასშტაბსა და სქემებზე.


close დახურვა