logo
ENG



სტეფანჩუკი: ველით, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა NATO-ს წევრობის მიწვევას მიიღებს

18 თებ 202318:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/18/g0r0wgycf9goch8.jpg

უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინა ელის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიწვევას ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე მიიღებს.

ამის შესახებ მან დღეს, ეროვნულ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა მიიღებს ამ მოწვევას და დაიწყებს საკუთარ გზას ალიანსამდე" - განაცხადა სტეფანჩუკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად ერთ-ერთი საკითხი რომელიც განიხილება უკრაინის NATO-ში მიწვევაა.

ვილნიუსში NATO-ს სამიტი 2023 წლის 11-12 ივლისსაა დაგეგმილი.

15 თებერვალს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ახლა ის [NATO] ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინამ ომი მოიგო”.

2022 წლის 30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

 

close დახურვა