logo
ENG



სტეფანჩუკი: პაპუაშვილთან ხვალ მექნება ოფიციალური ზარი, მინდა დავადასტურო, ჩემი მოწვევა

12 აპრ 202221:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/12/amnr46zs3t4vwug.jpg

უკრაინის რადა სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, შალვა პაპუაშვილთან ოფიციალური ზარი ხვალ ექნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"იცით, მე მოვიწვიე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, რათა ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე, საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ჩვენ გვქონდა მასთან ასე ვთქვათ საუბარი, ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან მექნება ოფიციალური ზარი. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მოწვევა, მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისა", - თქვა სტეფანჩუკმა [სინქრონული თარგმანი].

მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის დელეგაციას, რომელიც კიევში ჩასვლას აპირებს და განაცხადა, რომ ორგანიზებას გაუწევენ იმას, რათა ვიზიტი წარმატებული იყო.


close დახურვა