სტეფანწმინდაში ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მიმავალმა ავტომობილი სამი მგზავრით ხევში ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებაში საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი ქალი რუსეთის მოქალაქე იყო. დაშავებულები ტრავმებითა და ზედაპირული დაზიანებებით თავდაპირველად გუდაურისა და ყაზბეგის კლინიკებში მოათავსეს. თუმცა, შემდგომ, საქართველოს მოქალაქე თბილისში გადმოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.