logo
ENG



სტიქიის ზონაში ჯარისკაცი გარდაიცვალა

29 აგვ 202319:59
3 წუთის საკითხავი
 

შოვში, სამძებრო სამუშაოების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე, სტიქიიდან მეოთხე დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუძლოდ გახდა პოლიციის თანამშრომელი და ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა. რა პირობებში მუშაობენ სტიქიის ზონაში? ჯანდაცვის სამინისტრომ დღის ბოლოს უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შოვში ინსტრუქტორის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება.

 


close დახურვა