logo
ENG



სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა, უკრაინას NATO-სგან მეტი დახმარება სჭირდება

14 ნოე 202313:49
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას ალიანსისგან მეტი დახმარება სჭირდება.

"კიევმა ევროპაში სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი უნდა შეინარჩუნოს, ამიტომ, ალიანსის ინტერსებშია უკრაინის სათანადო მხარდაჭერა.

ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ უკრაინისადმი მხარდაჭერა, მსოფლიო ვერ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას", - ამბობს სტოლტენბერგი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა