logo
ENG



სტოლტენბერგი: თუ რუსეთი იმას გაუკეთებს უკრაინას, რაც 2008–ში საქართველოს, NATO უპასუხებს

29 იან 202220:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/29/1ngzexef7d2rjj6.jpg

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინისადმი ჩაიდენს ისედ ქმედებას, რაც ჩაიდინა საქართველოს მიმართ 2008–ში, ამას NATO უპასუხებს.

„რაც უფრო მეტ აგრესიას ვნახავთ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან, მით მეტ ჯარისკაცს გადასხამს NATO აღმოსავლეთ ნაწილებში,  ჩვენი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩვენ, ჩვენს საზღვრებთან უკრაინაში და ბალტიისპირა ქვეყნებში გადავსხით ჯარები, ასევე გავზარდეთ ჩვენი რაოდენობა პრიბალტიკაში და შავი ზღვის რეგიონში.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გასაგები გახდეს ის, რომ თუ რუსეთი იზამს რაიმე ისეთს, რაც მან უკვე გაუკეთა საქართველოს 2008 წელს და იქამდე, 2014 წელს – უკრაინას, მაშინ მთელი ალიანსი ამას უპასუხებს. თუ დაზარალებული იქნება ნატოს ქვეყანა, მაშინ ამოქმედდება მეხუთე მუხლი. მიზეზი, თუ რატომ გადავსხით ჩვენ შეიარაღებული ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა გამოიყენა საომარი ძალები უკრაინისადმი 2014–ში, თუ რუსეთი კვლავ შეეხება უკრაინას აღმოსავლეთ ნაწილში, NATO იქ კიდევ უფრო მეტ ძალებს გადასხამს.“ – ამბობს იენს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგის თქმით NATO–ს ჯარისკაცები, NATO–ს ტერიტორიაზე არიან და ჯერჯერობით ალიანსს არ აქვს გეგმა ისინი უკრაინაში გადასხას. მისი თქმით, უკრაინა ღირებული პარტნიორია, მაგრამ ჯერ წევრი არ არის, თუმცა, NATO მას მხარს უჭერს.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება და ეს ეკონომიკურ სანქციებში გამოიხატება. ასევე დასძენს, რომ უკრაინული არმია ახლა ბევრად უკეთესადაა მომზადებული, ვიდრე 2014 ში და აღმოსავლეთ ფლანგზე NATO–ს უფრო მეტი ჯარისკაცი ყავს.

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ თქვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, NATO–ს წევე ქვეყნებში სამხედროებს უახლოეს დროში გაგზავნის. ბაიდენმა ამის შესახებ მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია საჭიროებისთანავე უკრაინაში გადასასხმელად.

ჯო ბაიდენამდე, აშშ–ის გენერალმა მარკ მილეიმ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დაპყრობა იქნება "საშინელი" და მისი თქმითვე, 100 000 სამხედროს მობილიზება უკრაინის საზღვართან, ყველაზე მასშტაბურია, ცივი ომის მანძილზე.

თავის მხრივ, აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, თქვა, რომ კონფლიქტის არიდება, დიპლომატიური გზით, შესაძლოა კვლავ იყოს მიღწევადი.

ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო თვეში შეიჭრება.

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში ომის "ხვალ" დაწყების შესახებ განცხადებები პანიკის შექმნაა.

24 იანვარს, გავრცელდა განცხადება, რომ NATO აღმოსავლეთ ევროპის შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო შეიარაღებას გზავნის

კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში გაიგზავნება სამხედრო გემების და საბრძოლო თვითმფრინავების დამატებითი რაოდენობა. 

გადაწყვეტილება ალიანსის მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების გამო მიიღეს. 

ასევე, დღეს სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა როიტერსს განუცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებასთან ერთად რუსეთს სისხლის მარაგიც აქვს.


close დახურვა