logo
ENG



სტოლტენბერგი: თუ ფინეთი განაცხადს გააკეთებს, NATO-ში მას თბილად მიიღებენ

12 მაი 202215:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/y75bmmwgrt2gwok.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ფინეთს ალიანსში თბილად მიიღებენ.

"ეს ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელსაც NATO სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს, NATO-ში მას თბილად მიიღებენ და გაწევრიანების პროცესი იქნება შვიდი და სწრაფი", - თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ფინეთი ალიანსის უახლოესი პარტნიორი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ.

როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.

ფინეთის მთავრობის განაცხადს გამოეხმაურნენ კრემლში. პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.


close დახურვა