logo
ENG



სტოლტენბერგი: ომი ხანგრძლივი იქნება, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ

10 ნოე 202320:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/tzw0w8lop0p7nm1.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელების მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან ომი უკრაინაში ხანგრძლივი იქნება.

"ომი არაპროგნოზრიებადია. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან", - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგის თქმით, მხოლოდ მდგრადი და რეგულარული მხარდაჭერით დარჩება უკრაინა სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა