logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს

01 მარ 202317:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/cgqeuogcrb98wwm.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.

"ჩვენი ამოცანაა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რადგან ვიცით, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფელია ბრძოლის ველზე. თუ ჩვენ გვინდა, [კონფლიქტის] მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, მაშინ ამის მისაღწევად საუკეთესო გზა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. შემდგომ, უკრაინა გადაწყვეტს რა პირობებია [მოლაპარაკებისთვის] მისაღები", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

15 თებერვალს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის პრიორიტეტი უკრაინის დახმარებაა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ომის მოიგოს.

"NATO- პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ახლა ის ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინამ ომი მოიგოს, რადგან უკრაინის ინტეგრაციისა და უფრო მჭიდრო ევროატლანტიკური თანამშრომლობისკენ სწრაფვის ერთადერთი გზა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ იქცეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ახლა ალიანსში მოკავშირეები ორიენტირებული არიან იმაზე, რომ უკრაინამ მიიღოს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მას რუსი ოკუპანტების განსადევნად სჭირდება.


close დახურვა