logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება

15 მაი 202219:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/c3cly9j9uyf4afw.png

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება.

როგორც სტოლტენბერგმა ბერლინში ნატოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინელები სამშობლოს მამაცურად იცავენ.

"რუსეთის ომი უკრაინაში არ წარიმართა ისე, როგორც მოსკოვს ეგონა. უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება, რადგან რუსეთმა ვერ შეძლო კიევის აღება, ისინი თმობენ პოზიციებს ხარკივში და მათი დიდი შეტევა დონბასზე გაიყინა. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს", - თქვა სტოლტენბერგმა.


close დახურვა