logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია

05 ნოე 202220:54
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე დაბალია. თუმცა სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის ალიანსი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება.

„რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია, თუმცა შედეგები უზარმაზარი იქნება, ამიტომ ამას ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NTV-ს ეთერში.

NATO-ს გენმდივანმა განაცხადა, რომ „ბირთვული იარაღი კონფლიქტის ბუნებას შეცვლის“ და რუსეთის ქმედებებს უპასუხისმგებლო და დაუდევარი უწოდა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინისადმი NATO-ს დახმარება არასათანადოდ შეაფასა, რითაც დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„თუ პუტინი გაიმარჯვებს ეს მხოლოდ უკრაინისთვის არ იქნება კატასტროფა. თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს ეს მთელი მსოფლიოსთვის საზიანო იქნება. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, არა პუტინმა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

close დახურვა