logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინის დახმარება ალიანსის ყველა მოკავშირის ეროვნულ ინტერესებშია

17 ნოე 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/avs94qcfvp3ozay.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის დახმარება ალიანსის ყველა მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

"უკრაინისთვის დახმარების გაწევა ალიანსის ყველა მოკავშირის, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

სახელმწიფოსა და მთავრობის ყველა მეთაური, NATO-ს ყველა მოკავშირე დაჰპირდა უკრაინას მხარდაჭერას, არამხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის საშიში იქნება", - ამბობს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ბიუჯეტს გაზრდიან.


close დახურვა