logo
ENG



სტომატოლოგების ეკიპირების გამო პაციენტებს გადასახდი 10-დან 30 ლარმადე უძვირდებათ

21 მაი 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

სტომატოლოგების  ეკიპირების თანხის გადახდა თავად პაციენტებს უწევთ. პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო ეკიპირებისთვის პაციენტებს გადასახდი 10 დან 30 ლარამდე უძვირდებათ. კოვიდ 19-თან საბრძოლველად გამოყოფილი 350 მილიონი ლარის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო  სტომატოლოგებს ეკიპირებით  არ უზრუნველყოფს. კლინიკის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისინი საჭირო ეკიპირების ყიდვას თავად ვერ შეძლებენ, რის გამოც იძულებულები არიან,  მომსახურეობის საფასური გაზარდონ. 

ამ დრომდე მომსახურეობის საფასურის შენარჩუნებას ახერხებს კლინიკების მცირე ნაწილი. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მათ წინასწარვე მოსთხოვა თავიანთი ხარჯებით შეეძინათ 2 კვირის ეკიპირების მარაგის ყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის უფლებას ვერ მიიღებდნენ. 

ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს  პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი 350 მილიონის მიზნობრიობის დასაბუთებას სთხოვს. "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ სამინისტრო არ ინტერესდება იმ ადამიანების ბედით, რომლებსაც მკურნალობის გაზრდილი თანხების გადახდა უწევთ. 

"ფორმულას" მცდელობის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროში ოპოზიციის კითხვებს არ პასუხობენ. სად იხარჯება უწყებისთის გამოყოფილი 350 მილიონი ლარი ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა