რა შესაძლებლობები ჰქონდა საქართველოს და როგორ ვიქცევით წლების განმავლობაში. ბაქოს მსგავსად არ გვაქვს ნავთობისა და გაზის საბადოები, მაგრამ გვქონდა დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებით, ევროინტეგრაციაში მოწინავე პოზიციების შენარჩუნებით, მიმზიდველობისა და რბილი ძალის მნიშვნელოვან ფაქტორად ქცევის რესურსი, ნატოსთან და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სიახლოვით, განსაკუთრებით ბოლო წლების გეოპოლიტიკური რეალობის რადიკალური ცვლილების პირობებში სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის მნიშვნელოვანი გაზრდის რეალური შანსი და აზერბაიჯანის მსგავსად - გახსნილი გეოპოლიტიკური ფანჯარა, რომელიც ყველა რისკის გათვალისწინებით აქტიური და ეფექტური რეინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა. ბაქოს ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არა, მაგრამ საქართველოს ჰქონდა რაღაცა ისეთი, რაც აზერბაიჯანს პლუსებში არ ერიცხებოდა, მთლიანობაში დიდმა სურათმა ორივე სახელმწიფოსთვის რეალური შესაძლებლობები გახსნა. ვინ როგორ ისარგებლა და რა შედეგი გვაქვს - დროების ანალიტიკა.