სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტრიუკის თქმით, უკრაინული ძალები ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ.
"ჩვენი შეიარაღებული ძალები ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ - ინდუსტრიულ ზონას და მიმდებარე უბნებს," - განაცხადა სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, რთული ღამის შემდეგ, სევეროდონეცკისთვის ბრძოლა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საკვანძო ქალაქს აკონტროლებს, უკრაინული ძალები სევეროდონეცკისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
სტრიუკი ამბობს, რომ ქალაქში დაახლოებით 10 000 ადამიანია დარჩენილი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აზოტის ქიმიური ქარხანა, რომელსაც გასულ კვირას 800-მდე ადამიანი თავს აფარებდა, ღამით ძლიერი დაბომბვის ქვეშ მოექცა.